სროლა აშშ-ში

ტენესის შტატში, ნეშვილთან ახლოს, ვაფლის სახლში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

bloomberg

ტენესის შტატში, ნეშვილის ნაწილში, სახელად ანტიოქში, ვაფლის სახლში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. 

ნეშვილის პოლიციის განცხადებით, კაფეში შიშველი კაცი შევარდა - მხოლოდ მწვანე ქურთული ეცვა - და სროლა დაიწყო. შემთხვევა ადგილობრივი დროით 03:25 წუთზე მოხდა. დამნაშავის იდენტიფიცირება მალევე მოხერხდა - ის 29 წლის ტრევის რეინკინგია, რომლის დაკავებაც სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. რეინკინგის გვარი პოლიციამ მას შემდეგ დაასახელა, რაც აღმოჩნდა, რომ მანქანა, რომლითაც ის კაფესთან მივიდა, სწორედ ამ სახელით არის რეგისტრირებული. 

ასევე, პოლიციამ გაარკვია, რომ შემთხვევისას კაფეს მეპატრონემ, ასევე 29 წლის ჯეიმს შოუ უმცროსმა თავდამსხმელისთვის იარაღის წართმევა მოახერხა, რის შემდეგაც რეინკინგი გაიქცა.
 

 

 

 

 

კომენტარები