ცნობილი ადამიანები

ჟურნალმა PEOPLE-მა ფინქი 2018 წლის ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელა

People.com

ჟურნალმა People-მა მომღერალი ფინქი 2018 წლის ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელა.

ფინქი ჟურნალის მარტის გარეკანზეა, თავის ორ შვილთან - მუნთან და უილოუ სეიჯთან ერთად.


ფოტო: People.com

"თავს ახლა უფრო ლამაზად ვგრძნობ. გადავწყვიტე, რომ სანამ ჟურნალი გაყიდვაშია, არავის აქვს უფლება თვალებში პირდაპირ შემომხედოს" - თქვა მომღერალმა.

ფინქის თქმით, მასში ყველაზე მომხიბვლელი მისი იუმორის გრძნობაა.

"მომწონს, როდესაც ვუყურებ როგორ იცვლება ყველაფერი და როგორ ინგრევა ის სილამაზის სტანდარტები, რაც აქამდე იყო. არაფერია ცუდი იმაში, რომ იყო ლამაზი, იყო ლამაზი ადამიანი შიგნიდან, გარედან, ნებისმიერი მოცემულობით. სილამაზეს შენ განსაზღვრავ" - თქვა მომღერალმა.

კომენტარები