კატეგორიულად გამოვრიცხავ დაშლას უმრავლესობის. ეს არის პროცესი, რომელიც სასურველია, ზოგიერთ შემთხვევაში არ გამოვიდეს ხოლმე გარეთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი ჩემი დაჯგუფება თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს. მათ შორის იმ ადამიანებსაც მინდა ვუთხრა, რომლებიც ჩემი სახელით აპელირებენ საკუთარი მოსაზრებების,არგუმენტირებისას, რომ ნუ გააკეთებენ ამას. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ერთიანობა არ არის მარტო ქართული ოცნებისთვის მნიშვნელოვანი, ეს სტაბილურობა არის უდიდესი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების.
tbl.ge/2vk7
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართულ ოცნებაში დაპირისპირებაზე. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვედ აირჩია, ქართული ოცნების დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უმრავლესობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




