მე ვერ გავიზიარებ იმას, რომ გუშინ და ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ ქართულ ოცნებაში, არ გაიზიარონ პრემიერ-მინისტრის სულისკვეთება და რაღაცა პირადი კერძო სარგებელი მიიღეს ამ ქართულ ოცნებაში ყოფნით და დღეს უპირისპირდებიან პრემიერს. პარლამენტის თავმჯდომარე, მე მგონი, არ არის ჩვენი უფროსი რა. ის არის ჩვენ მიერ არჩეული ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ვენდობოდით, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მიუღებელი გახდა ბოლო დროინდელი მისი განცხადებები თუნდაც ჩვენს კოლეგაზე, რომ ესეთი შეურაცხყოფილი ტონით მოიხსენიებს გედი ფოფხაძეს. გედი ფოფხაძეს საკმაოდ დიდი დამსახურება მიუძღვის ქართულ ოცნებაში და ამიტომ ვიძახი.
tbl.ge/2vfs
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა - პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ "გედი ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე". თავის მხრივ, გედი ფოფხაძემ 4 აპრილს თქვა, რომ უმრავლესობიდან წასვლას აპირებს, ვინაიდან საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრად "პატრიარქის მაგინებელი ნინია კაკაბაძე აირჩიეს".
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




