საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

ფოფხაძე კაკაბაძის არჩევაზე: ეს მართლმადიდებლობის და პატრიარქის საზიანო საქმის კეთებაა

მე ნამდვილად არ მინდა, იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე ვიყო, რომლითაც პატრიარქის და მართლმადიდებელი ეკლესიის მაგინებელი ადამიანი ხდება საზოგადოებრივის საბჭოს წევრი. ჩემთვის ეს არის პრინციპულად მიუღებელი. ამ გადაწყვეტილებისგან მე მაქსიმალურად ვაპირებ, გავემიჯნო ყველას, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებმაც ქართული ოცნების შემადგენლობიდან მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას. დატოვების გადაწყვეტილებაც შეიძლება მივიღო. თუ ქართული ოცნება, თავისი პოლიტიკური ხედვით მიიჩნევს, რომ ნინია კაკაბაძისნაირ ადამიანებს შეიძლება დაუჭიროს მხარი, რაც ნიშნავს პირდაპირ მართლმადიდებლობის და პატრიარქის საზიანო საქმის კეთებას, დავტოვებ უმრავლესობასაც, ქართულ ოცნებასაც და ყველა იმ პარტიულ და პოლიტიკურ თანამდებობას, რომელიც მიკავია. დარწმუნებული ვარ, ბევრი მართლმადიდებელია, ვისი ღირებულებებისთვის ბრძოლა საჭიროა და ამ მანდატს მოვახმარ იმ ხალხს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე პარლამენტმა დღეს დაამტკიცა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა. კაკაბაძის კანდიდატურა სამეურვეო საბჭოს წევრად „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა.

კომენტარები