დონალდ ტრამპი

ტრამპი: სანამ კედელი გვექნება მექსიკის საზღვარს სამხედროები დაიცავენ

cnbc.com

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სანამ მექსიკის საზღვარზე მის მიერ დაპირებული კედელი აშენდება ტერიტორიას აშშ-ის სამხედრო ძალები დაიცავენ.

პრეზიდენტის თქმით ის ამ იდეას თავდაცვის მდივანთან, ჯეიმზ მეტისთან ერთად განიხილავს.

"სანამ გვექნება კედელი და სათანადო უსაფრთხოების სისტემა, ჩვენ საზღვარს სამხედრო გზით დავიცავთ. ეს დიდი ნაბიჯია. ჩვენ ეს არასდროს გაგვიკეთებია, ან, უფრო სწორად, არც ისე ხშირად." უთხრა მან ჟურნალისტებს ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან მექსიკის გავლით აშშ-საკენ მიმავალ მიგრანტების ქარავანთან დაკავშირებულ უთანხმოებას მოჰყვა. ტრამპმა მექსიკას მოუწოდა შეაჩეროს ქარავანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

მან არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებული კანონიც გააკრიტიკა. ის ამერიკის სასაზღვრო დაცვის სისუსტის შესახებ უკანასკნელი სამი დღის მანძილზე Twitter-ზე წერდა.

აშშ-მა საზღვარზე 6,000 სამხედრო 2006 წელსაც განათავსა. თავდაცვის გაძლიერების მისიაში 2 წლის მანძილზე 29,000-მა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები