დევდარიანის ადვოკატი: რას აკეთებდა ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?

რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს? ზოგადად ვიძახი, მიმოწერაზეა საუბარი. თუ ავკრძალოთ ქვეყანაში პირადი მიმოწერა, კომუნიკაცია და ა.შ.? სად გადის ზღვარი დანაშაულსა და კერძო, პრივატულ ურთიერთობებს შორის, აი, ეს არის დასადგენი და არა ის, რომ ზვიად დევდარიანი გამართლდება თუ გამტყუნდება ზოგადად. ეს არ დამთავრდება ამით, ხვალ და ზეგ შეიძლება ისევ ჰქონდეთ კონკრეტული ჯგუფების მიმართ, როგორც არის დაანონსებული. ყველამ დაიცვას საკუთარი თავი, მე ამ შემთხვევაში ვარ ზვიად დევდარიანის ადვოკატი და ყველაფერი არის გაკეთებული იმისთვის, რომ მისი კანონით გათვალისწინებული უფლებები იყოს დაცული და დამკვიდრდეს ერთხელ და სამუდამოდ დევდარიანის საქმით ის პრეცედენტი, რომ ხვალ და ზეგ ჩვენ ვიცოდეთ, საზოგადოებამ, რა შეიძლება, რა არ შეიძლება და როგორ უნდა გავაკეთოთ. ამ ადამიანის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს.

ეს განცხადება ზვიად დევდარიანის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ პრესკონფერენციაზე გააკეთა. აქვე ცნობილი გახდა, რომ სიდა-ს ყოფილი დირეტორი, რომელიც 10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, პატივისა და ღირსების შელახვის და კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის გამო სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს.

კომენტარები