ქართული ოცნება

კობახიძე: ჩვენი გააზრებული პოლიტიკით ქვეყანაში ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი

ქართული ოცნების გააზრებული პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი. 2012 წელს, როდესაც ჩამოყალიბებული იყო ქვეყანაში არადემოკრატიული მმართველობა, მაშინ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და თითოეული თქვენგანის თანადგომით, ერთად დგომით, ჩვენ შევძელით არსებითი ცვლილებების შეტანა ჩვენს პოლიტიკურ პროცესებში და დღესაც ჩვენი ქვეყანა თქვენი დამსახურებით აგრძელებს წინსვლას, აგრძელებს წინსვლას ყველა მიმართულებით. ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ იმ მიღწევებით, რომელიც გვაქვს ადამიანის უფლებების სფეროში, თავისუფლების, დემოკრატიის სფეროში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ შევინარჩუნოთ ის მიღწევა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 2012 წლიდან, არამედ ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და ამისათვის ძალიან ბევრი რამ კეთდება ჩვენს ქვეყანაში.

 ჩვენ სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ ის, რომ გასულ წელს ქვეყანას, საქართველოს, ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთელი ევროპის მასშტაბით, მათ შორის რეგიონის ქვეყნებში, რაც არის „ქართული ოცნების“ ძალიან კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ასევე, ჩვენ ვიმყარებთ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს და იზრდება საქართველოს სტაბილურობის ხარისხი, რაც არის ჩვენი რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის შედეგი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თელავში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საქალაქო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები