რუსეთ-საქართველო

"უცნობი": ვინ არის პასუხისმგებელი 2008 წლის ომზე? ახლა არ მითხრათ, რუსეთიო, რა

დღეს ვუსმენდი, ნინო ჟიჟილაშვილს ჰყავდა სტუმრად გიგა ბოკერია. მაინტერესებს ელემენტარული პასუხისმგებლობა... იცით, რა ხდება მსოფლიოში, სირიაში, ახლო აღმოსავლეთში. მაინტერესებს, პასუხისმგებელი ვინ იქნება იმ შემთხვევაში, საქართველოშიც რომ იგივე რაღაცა დატრიალდეს. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც 2008 წელს დატრიალდა? ახლა არ მითხრათ, რუსეთიო, რა. რუსეთი თავის ინტერესებს ატარებს, მაგრამ საქართველოში პასუხისმგებელი ვინ არის იმაზე, რაც 2008 წელს მოხდა? პასუხისმგებელი პირი მაჩვენეთ, სად არის ახლა? ოპოზიცია, რომელმაც დღეს უმცირესობის მანტია მოირგო, ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვაზე? და იგივე რომ განმეორდეს ისევ, ეს ადამიანი [გიგა ბოკერია] და ადამიანები დანა-ჩანგლებით რომ გამოდიან და ამას აკეთებენ, იგივე პასუხისმგებლობას აპირებენ? რამე შეუშლის რუსეთს ამის გაკეთებისთვის, ნამუსი, სინდისი, რამე შეუშლის? 

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, უცნობი TV პირველის ეთერში.

კომენტარები