Tbilisi Open Air 2018

Tbilisi Open Air-ზე როშინ მერფი და ტომ ოდელი ჩამოვლენ

Tbilisi Open AIr

Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორებმა 2018 წლის ფესტივალის მონაწილეები დაასახელეს. 

Tbilisi Open Air-ის მთავარი მონაწილეები როშინ მერფი და ტომ ოდელი იქნებიან.

როშინ მერფი, რომელიც წლების განმავლობაში დუეტ Moloko-ს წევრი იყო, მსმენელის წინაშე 23 ივნისს წარსდგება, ტომ ოდელი კი - 24 ივნისს. 

ფესტივალის პირველი დღის მთავარი ჰედლაინერი ქართული ბენდი, Kayakata იქნება. 

Open Air-ის სცენა სხვა ქართველ მუსიკოსებსაც დაეთმობა. 

ფესტივალი ლისი ვანდერლენდზე 22-23-24 ივნისს გაიმართება. 

დეტალებს გაეცანით აქ

კომენტარები