საფონდო ბირჟა

საქართველოს საფონდო ბირჟამ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ვებგვერდი განაახლა

საქართველოს საფონდო ბირჟის ძველი საიტი
gse.ge

საქართველოს საფონდო ბირჟა (GSE) ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში. დღემდე კომპანიის ვებგვერდი - gse.ge ადრეული 2000-იანი წლების დიზაინის იყო. კომპანიის ახალი საიტი სატესტო რეჟიმში უკვე გაეშვა. ძველი ვერსიის საიტის ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

2017 წლის 3 იანვრის მდგომარეობით საფონდო ბირჟაზე 122 კომპანიის ფასიანი ქაღალდია დაშვებული, რომელთა სრულმა საბაზრო კაპიტალიზაციამ მიაღწია 0.758 მილიარდ დოლარს, ხოლო დღიურმა ბრუნვამ 16854.72 ლარს. ბირჟის წლიური ბრუნვა დაახლოებით 50 მილიონი ლარია.

არსებული მდგომარეობით ბირჟაზე რამდენიმე საბროკერო კომპანიაა წარმოდგენილი, ესენია - გალთ ენდ თაგართი, თიბისი კაპიტალი, საბროკერო კომპანია კავკაზუს კაპიტალ ჯგუფი, ქართუ ბროკერი და ლიბერთი სიქიურითიზ.

2017 წლის 13 იანვარს ეროვნულმა ბანკმა და საფონდო ბირჟამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა და ანგარიშსწორების სისტემის რეფორმა დაიწყეს. 

პროექტი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების სისტემის განახლებას და მასში საფონდო ბირჟის შვილობილი კომპანიის - საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ჩართვას.

რეფორმის ფარგლებში საქართველოში გამოშვებული ნებისმიერი ტიპის ფასიანი ქაღალდით ანგარიშსწორება ერთიანი სისტემის ფარგლებში იქნება შესაძლებელი. ამავდროულად, საფონდო ბირჟა შეისყიდის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე სავაჭრო პალტფორმას კომპანია Montran Corporation-ისგან, რომელმაც ადრე უზრუნველყო საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული ანგარიშსწორების სისტემის დანერგვა. პროექტის შედეგად საქართველოს საფონდო ბირჟას მომავალი ზრდის შესაძლებლობა ექნება.

კომენტარები