კრიმინალი

საქართველოს ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

შსს

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"დადასტურდა, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 20:50 საათზე, გადაჭრილი თოფით შეიარაღებული დ.შ. თავს დაესხა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალს და  თანამშრომლების მიმართ განხორციელებული სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ 7325 ლარს, 8353 აშშ დოლარს და 5415  ევროს. სამართალდამცველებმა დ.შ. ბანკიდან გამოსვლისთანავე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს" - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

დ.შ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინა. მას აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

კომენტარები