დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

რუსეთის საელჩო ბრიტანეთში სკრიპალის საქმეზე: სოლსბერიში დეტექტივი პუარო გვჭირდება

Twitter

რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სრკიპალის რუსული იარაღით მოწამვლის საქმეზე ბრალდებებს გამოეხმაურა და Twitter-ზე დაწერა, რომ "სამხილების არარსებობის პირობებში დეტექტივი პუაროა საჭირო."

ისინი დიდ ბრიტანეთს მოუწოდებენ მისცენ წვდომა სერგეი სკრიპალის მოწამვლის და რუსი ბიზნესმენის, ნიკოლაი გლუშკოვის მოკვლის გამოძიებების მასალებზე.

"7 დღე გავიდა ნიკოლაი გლუშკოვის მკვლელობიდან. დიდი ბრიტანეთი არ ასრულებს ვენის კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებებს და არ გვაძლევს წვდომას გამოძიების მასალებზე."

 "15 დღე გავიდა სერგეი და იულია სკრიპალის მოწამვლიდან. დიდი ბრიტანეთი არ ასრულებს ვენის კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებებს და არ გვაძლევს წვდომას გამოძიების მასალებზე."

სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის რუსული იარაღით, "ნოვიჩოკით" მოწამვლიდან რამდენიმე დღეში საელჩოს Twitter-ზე დაწერეს, რომ სკრიპალი არა რუსი, არამედ ბრიტანელი ჯაშუში იყო.

"სინამდვილეში ის ბრიტანელი ჯაშუში იყო და MI6-სთვის მუშაობდა."

 შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა სკრიპალის მოწამვლის საპასუხოდ 23 რუსი დიპლომატი გააძევა. ამ ნაბიჯს რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით მათ აქვთ მტკიცებულება, რომ რუსეთი მომაკვდინებელ ქიმიურ იარაღს იკვლევს და მარაგებს ქმნის.

რაც შეეხება ნიკოლაი გლუშკოვს, ის საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. გამოძეიბამ დაადგინა, რომ რუსი ბიზნესმენი ძაღლის საყელურით გაგუდეს.

კომენტარები