საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

ომბუდსმენმა საზმაუს საბჭოს წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა

iPress.ge

სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს ზვიად დევდარიანი წარუდგინა. 

ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა კონკურსმა ბევრი ღირსეული ადამიანი გამოავლინა, რაც მისივე თქმით, საბჭოს პრინციპული, ღირებულებების ერთგული, კრიტიკული წევრებით დასაკომპლექტებლად კარგ შესაძლებლობას ქმნის. 

ომბუდსმენი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე მდგარი გამოწვევები გაითვალისწინა. ლომჯარია მიიჩნევს, რომ ზვიად დევდარიანი გაბედული, კვალიფიციური და მოტივირებული ადამიანია, რომელიც შეძლებს "თავისი მოვალეობა ღირსეულად და საფუძვლიანად შეასრულოს". 

ზვიად დევდარიანი არის სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) დამფუძნებელი და მისი დირექტორი. 1997 - 2002 წლებში იყო საქართველოს გაეროს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. 

დევდარიანი არის რამდენიმე რჩეული პროპგრამის ხელმძღვანელი. ის მუშაობდა ის თემებზე, როგორიცაა დევნილთა და ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია, არასამთავრობო სექტორის განვითარება, ადგილობრივი მედიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა, სამხრეთ კავკასიური თანამშრომლობის გაძლიერება, საჯარო ათ სამსახურში საზოგადოებასთან ურთიერთობის სერვისის გაუმჯობესება და ანტიკორუფციული აქტივობების განხორციელება. 

კომენტარები