ფინანსთა სამინისტრო

400 000 ლარზე მეტი ღირებულების საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებისთვის 5 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, უწყების საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, აჭარასა და კახეთში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების 5 ფაქტი გამოავლინეს და 5 პირი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - სხვადასხვა ინდივიდუალური საწარმოს და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელმა პირებმა, უკანონო სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები და მომსახურების გაწევის აქტები. აღნიშნული დოკუმენტებით ფიქტიურად დაფიქსირდა სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება, ასევე, სამშენებლო და სატრანსპორტო მომსახურების გაწევა" - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯამური ღირებულება 400 000 ლარზე მეტია. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე. 

კომენტარები