ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილი დაინიშნა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იქნება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა. ხუციშვილი ჩაანაცვლებს ივანე მაჭავარიანს, რომელმაც თანამდებობა გუშინ, 31 მარტს დატოვა.  

"ბატონი ვანო მაჭავარიანი აპირებდა გადადგომას ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში, როგორც მან აღნიშნა, მაგრამ ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ რამდენიმე თვე გაეგრძელებინა მუშაობა. მე მინდა, მას გადავუხადო მადლობა გაწეული სამსახურისთვის. და ვუსურვო წარმატება მის შემდგომ საქმიანობაში. 

ბატონი ლაშა დიდი ხანია, ფინანსთა სამინისტროს გუნდის წევრია, ამდენად, იგი ძალიან კარგად იცნობს სისტემას. 2014 წლიდან მას ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და დიდი ოცეულის მიერ ინიცირებული პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრი. 2013-14 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსხურის უფროსი. 2008-13 წლებში მუშაობდა დიდ ოთხეულში, საერთაშორისო კომპანია EY-ში, საგადასახადო და იურიდიული მიმართულებით. არის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლისა და პრესტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. მე მინდა, ბატონ ლაშას ვუსურვო წარამტებები უკვე ფინანსთა მინისტრის რანგში და მჯერა, რომ წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას". - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები