აშშ-რუსეთი

აშშ-მ რუსეთს არჩევნებში ჩარევისთვის სანქციები დაუწესა

The New York Times

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2016 წლის არჩევნებში ჩარევისა და კიბერთავდასხმებისთვის რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.

სანქციები რუსი ეროვნების 19 პირზე და ხუთ ორგანიზაციაზე გავრცელდება. სასჯელი აშშ-ში შესვლის აკრძალვას და შტატებში ქონების გაყინვას ითვალისწინებს. 

ფიზიკურ პირებს შორისაა ის 13 ადამიანი, ვისაც არჩევნებში ჩარევისთვის ბრალი რობერტ მიულერის გამოძიების ფარგლებში წარუდგინეს.

სანქციებს დაექვემდებარა „ინტერნეტის კვლევის სააგენტო“ - რუსული „ტროლების ქარხანა“ და ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მას ფინანსურად უზრუნველყოფდა. „პუტინის მზარეულად“ წოდებული პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირია.

სანქციები შეეხება რუსეთის ორ სადაზვერვო სააგენტოს და მათ ზოგიერთ თანამშრომელს.

ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციების დაწესების ვადას 45 დღით გადააცილა, თუმცა ამ დროისთვის ეს რუსეთის მიმართ აშშ-ს არჩევნებში ჩარევისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელია.

 

კომენტარები