ჩინეთი

ჩინეთმა პრეზიდენტის 2 ვადით არჩევის შეზღუდვა გააუქმა

სი ძინპინი
Reuters

ჩინეთში პრეზიდენტს მხოლოდ ორი ვადით არჩევის შეზღუდვა მოეხსნა. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი ჩინეთის ეროვნულმა სახალხო კონგრესმა დაუჭირა.

2,964 დელეგატიდან ცვლილების წინააღმდეგი მხოლოდ ორი იყო, ხოლო სამმა თავი შეიკავა.

ჩინეთში პრეზიდენტის არჩევის ორი 5-წლიანი ვადით შეზღუდვა 1990-იანი წლებიდან არსებობს.

ცვლილება ამჟამინდელ პრეზიდენტს, სი ძინპინს საშუალებას მისცემს 2018 წლის შემდეგ 2023 წლის არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა. მას პირველი საპრეზიდენტო ვადა მიმდინარე წელს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ პრეზიდენტ სი ძინპინის სახელი და იდეოლოგია ქვეყნის კონსტიტუციაში შეიტანა და ამით ის მაო ძედუნის დონემდე აიყვანა.

სი ძინპინი 2012 წლის ნოემბრიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური მდივანი და 2013 წლის მარტიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი და ჩინეთის ცენტრალური სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეა.

კომენტარები