ძველი თბილისი

კალაძე: მერწმუნეთ, ძალიან მალე თბილისი იქნება სიყვარულით სავსე ქალაქი

ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ძველი თბილისის მოწესრიგება, მისი აღდგენა და რეაბილიტაცია. ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს არის ის სიმდიდრე, რომლითაც უნდა ვიამაყოთ თითოეულმა ჩვენგანმა. ეს არის ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა დღემდე შემოგვინახეს და მოგვიტანეს. ეს ყველაფერი მოვლილი, მოწესრიგებული, კეთილმოწყობილი უნდა გადაცეთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს.

მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს მარტო თბილისის მერია, მარტო თბილისის მერი ვერაფერს გააკეთებს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად ყოფნა. მხედველობაში მაქვს როგორც ცენტრალური ხელისუფლება, საკრებულო, პარლამენტი და საზოგადოების აქტიური ჩართულობა. ჩვენ ერთად ძალიან ბევრ რთულ ბარიერს გადავლახავთ და მერწმუნეთ, რომ ძალიან მალე ჩვენი დედაქალაქი იქნება სიცოცხლით სავსე, ჩვენი დედაქალაქი იქნება სიყვარულით სავსე ქალაქი.

თბილისის მერი კახა კალაძე ლადო გუდიაშვილის მოედანზე.

კომენტარები