ძველი თბილისი

პრემიერი: თბილისი არის დილით გამოსული ლამაზი თბილისელების ერთმანეთთან გადაძახილი

რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩუქურთმა არ არის ძველი თბილისი. როგორც გიორგი ლეონიძისთვის იყო პატარძეულში თითოეული ქვა დიდი სუნთქვის შემნახველი, ასე არის თითოეული ჩუქურთმა ამ შენობებზე თბილისის და თბილისელების სუნთქვის შემნახველი. სწორედ ამ სუნთქვას უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ. თბილისი არის დილით გამოსული ლამაზი თბილისელების ერთმანეთთან გადაძახილი, თბილისი არის ის უდიდესი კულტურული ტრადიციები, რომელიც წინაპრებმა შემოგვინახა, ეს არის თბილისი და ჩვენი საქართველო. სწორედ ამის მოფრთხილებასთან გვაქვს საქმე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამ მოედნის რეაბილიტაციაზე. 2019 წლის დასასრულს თბილისს კიდევ ერთი ლამაზი უბანი შემოემატება.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუდიაშვილის მოედანზე.

კომენტარები