სერენა იულიამსი

სერენა უილიამსი: მშობიარობის შემდეგ კინაღამ მოვკვდი

Vogue.com

23 დიდი სლემის მფლობელმა, ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა CNN-თან მშობიარობასა და მის პრობლემებზე ისაუბრა.

უილიამსის თქმით, ის მშობიარობის შემდეგ კინაღამ მოკვდა.

"ჩემს გოგოზე, ოლიმპიაზე მშობიარობის შემდეგ კინაღამ მოვკვდი. ჩემს თავს იღბლიან ადამიანად მივიჩნევ. ყველაფერი ფილტვის არტერიის ემბოლიით დაიწყო, ეს ხდება, როდესაც არტერიაში სისხლის მიმოქცევის ბლოკირება ხდება სისხლის კოლტით ან ჰაერის ბუშტუკით. რადგან ვიცოდი ჩემი პრობლემების შესახებ, ყოველთვის მეშინოდა ამ სიტუაციის. ამიტომ, როდესაც ვიგრძენი რომ ვეღარ ვსუნთქავდი, ექიმებს დავუძახე." - თქვა სერენა უილიამსმა.

სერენა უილიამსს გოგო, ოლიმპია 6 თვის წინ შეეძინა.

"ხანდახან თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ და ვიფქრობ, რომ მეტს ვეღარ შევძლებ. ეს გრძნობა ხანდახან ჩოგბურთის კორტებზეც მემართება, მე უბრალოდ ასეთი ვარ. ამ მომენტებზე არასდროს არავინ საუბრობს." - თქვა სერენა უილიამსმა.

კომენტარები