ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე ცრუობს, თითქოს წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში გავიდა

ტაბულა

"წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მე მეორე ტურში გავედი. არასდროს მითქვამს, რომ პირველ ტურში გავიმარჯვე, მაგრამ მეორე ტურში გავედი",- RIA-სთან ინტერვიუში ამბობს დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

რუს. - Во время предыдущих президентских выборов я прошла во второй тур. Я никогда не говорила, что победила в первом туре, но во второй прошла. 

საქმე ისაა, რომ ბურჯანაძის აღნიშნული განცხადება მცდარია. 2013 წლის 27 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს მეორე ტური საერთოდ არ მოჰყოლია. ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით ხმები ასე განაწილდა:

  1. გიორგი მარგველაშვილი - 62.12% (1,012,569 ხმა)
  2. დავით ბაქრაძე - 21.72% (354,103 ხმა)
  3. ნინო ბურჯანაძე - 10.19% (166,061 ხმა)

ბურჯანაძე ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ მასზე უკეთესი და გამოცდილი პოლიტიკოსი ქვეყანაში არ მოიძებნება.

"ყველა მეტ-ნაკლებად ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ ისეთი პოლიტიკოსები, როგორიც მე ვარ, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და შეუძლიათ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, საქართველოში არ არიან. ამიტომაც, სულ უფრო მეტია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ხვდებიან, რომ ჩემი ჩემი პოზიცია ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკასთან დაკავშირებით, პრაგმატული და სწორია. ეს ეხება, მათ შორის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსაც. თუმცა, რუსეთი ძალიან ბევრსაც არ აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ამ ქვეყანასთან მიმართებით უფრო მეტი დადებითი განწყობა გაჩნდეს",- ამბობს ბურჯანაძე.

კომენტარები