ცნობილი ადამიანები

ჯასტინ ტერუ ჯენიფერ ენისტონთან დაშორებაზე: არ ვდარდობ რას ფიქრობ ხალხი

getty images

რამდენიმე დღის წინ, ჯასტინ ტერუმ და ჯენიფერ ენისტონმა ოფიციალური განცხადება გააკეთეს განქორწინებასთან დაკავშირებით.

ამ თემაზე ჯასტინ ტერუმ ისაუბრა. მისი თქმით, ის ყურადღებას არ აქცევს რას ამბობენ პრესაში.

"ძილს არ დავკარგავ იმის გამო, რას ამბობენ პრესაში. მე შევწყვიტე იმაზე დარდი, რას ფიქრობს ხალხი. წლიდან წლამდე ამაზე ფიქრს ვამცირებდი" - თქვა ჯასტინ ტერუმ.

ჯასტინ ტერუ და ჯენიფერ ენისტონი 2016 წელს დაქორწინდნენ, ისინი 2 წლის განმავლობაში ერთად იყვნენ.

"ვაგრძელებ მუშაობას, ეს ერთადერთი რამ არის რაც შეიძლება გააკეთო. როდესაც სრულიად უცნობი ადამიანი მოდის და მეკითხება, რა ხდება ჩემს პირად ცხოვრებაში, მე ყოველთვის ვპასუხობ რომ არ ვიცი რაზე საუბრობს. ბოდიში, მაგრამ მე მართლა არ ვიცი" - თქვა ჯასტინ ტერუმ.

კომენტარები