1921 წლის 25 თებერვალი

მეუფე გრიგოლი: ვხედავთ საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების ჩახშობის მცდელობებს

1921 წლის 25-მა თებერვალმა შეცვალა საქართველოს ისტორიის ვექტორი: დამოუკიდებელმა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა; საქართველო, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, გაქრა მსოფლიო რუკიდან. ეს მზაკვრული და ვერაგული აქტი განახორციელა ჩრდილოელმა მეზობელმა, რომელმაც მცირე ხნის წინ სცნო საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა... დიდება და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ დღეს დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარსული შეიძლება დაბრუნდეს და თუ ეს მოხდა, მოხდება უფრო უარესი ფორმით, ვიდრე ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ მცდელობებს, რომლის მიზანიც არის ჩვენს საზოგადოებაში ჩაახშოს (ან მოადუნოს) ახალაღმოცენებული ნერგი კრიტიკული აზროვნებისა. ბრძოლა გრძელდება; ეს გახლავთ მძიმე იდეოლოგიური წარსულის გამოძახილი, რომელიც მთლად წარსულადაც ვერ ვაქციეთ. ამდაგვარი საფრთხეების გასანეიტრალებლად მიგვაჩნია, რომ გვმართებს უფრო კვალიფიციური, პრინციპული და გაბედული ნაბიჯების გადადგმა ჩვენი ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროში (სადაც კი ადამიანი მოღვაწეობს) საჭირო ცვლილებებისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელების გზაზე, რაც ყოველგვარ საფუძველს გამოაცლიდა მსგავს მცდელობებს

მეუფე გრიგოლის სიტყვა, წარმოთქმული ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ბრძოლის ველზე დაცემულთა სულების საოხად გადახდილი პანაშვიდის დასრულებისას

კომენტარები