ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა

Schengen/EU App - უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი ქართული აპლიკაცია

იუსტიციის სამინისტრომ უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაცია „Schengen/EU App“ შექმნა. აპლიკაციის მოძებნა და ჩამოტვირთვა უკვე შესაძლებელია. 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აპლიკაცია მოქალაქეებს აძლევს საშუალებას:

• შეინახონ შენგენის ზონაში მოგზაურობის ისტორია (მათ შორის, ქვეყნების მითითებით);
• გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა;
• სოციალურ ქსელებში გააზიარონ კონკრეტული მოგზაურობის ან მოგზაურობის ისტორიის ამსახველი ვიზუალური ინფორმაცია. 

აპლიკაცია სამენოვანია - ქართული, ინგლისური და რუსული. 

"აპლიკაცია დამხმარე ხასიათისაა და ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებას. „Schengen/EU APP“-ს, ცხადია, არ გააჩნია რაიმე იურიდიული ძალა. აპლიკაცია სრულად შეესაბამება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს. აპლიკაციაში მითითებული ინფორმაცია ინახება მომხმარებლის მოწყობილობაზე" - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია ერთად ითვლის როგორც შენგენის წევრ, ისე კანდიდატ ქვეყნებში ყოფნის პერიოდს.

კომენტარები