ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა

კობახიძე: არავითარი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკის ზრდასთან

აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკის ზრდასთან. აქ საუბარია ერთადერთ რამეზე, ვიზის რიგში ჩადგები, თუ არ ჩადგები.

დიდ ბრიტანეთში ვიზის რიგში დგებიან ჩვენი მოქალაქეები, ტექნიკური საკითხია. რა თქმა უნდა, დისკომფორტია, მაგრამ ვიზას აიღებ და მიდიხარ დიდ ბრიტანეთში. აშშ-ში ანალოგიურად, დგები ვიზის რიგში, მიიღებ, არ მიიღებ, შესაბამისად წახვალ ან არ წახვალ ამ ქვეყანაში.

ეს ეკონომიკაზე არ აისახება. ერთი მინუსი, რაც აქვს ვიზალიბერალიზაციას, ეს არის მიგრაციის წახალისება... სხვაობა არის, მათ შორის, ჯერ კიდევ საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის და ბუნებრივია, სადაც არის მეტი ეკონომიკა, იქითკენ წარიმართება მიგრაციული პროცესები. ვიზალიბერალიზაცია ამის წამახალისებელია.

ვიზალიბერალიზაციის არარსებობის პირობებში ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, შესაბამისად, გაიზრდებოდა სამუშაო ძალა და ეს პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპის დამატებით გაუმჯობესებაზე. აქედან გამომდინარე, არის ცარიელი სპეკულაციები, ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციას, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ უვიზოდ დადიან ჩვენი მოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ რაციონალურ ფარგლებში. ეს სპეკულაციები, რომ ეკონიკური ზრდა, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. ეს არის თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი. ამას ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს.

თქვა ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი ორის ეთერში, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.

კომენტარები