ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა

პაპუაშვილი: უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი არ არსებობს

არანაირი სამართლებრივი საფუძველი უვიზო მიმოსვლის შეჩერების არ არსებობს. შეგახსენებთ, უვიზო მიმოსვლა გამყარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით საქართველოსა და EU-ს შორის, რომელსაც აქვს თავისი უფლებები და ვალდებულებები გაწერილი. თუმცა, თუკი თავნებობას და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს ექნება ადგილი, ამის წინასწარ განჭვრეტა ჩვენ არ შეგვიძლია.

ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ისე, რომ დაირღვა 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს და ევროკავშირს შორის და ისე, რომ არცერთი სამართლებრივი საფუძველი მოყვანილი არ ჰქონდათ.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები