საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

პარლამენტმა საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კომისია დაამტკიცა

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. 

კომისიაში შედიან: 

  • მამუკა ანდღულაძე – "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მედიაპროგრამის მენეჯერი
  • სოსო გალუმაშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი, PR სააგენტო "ჯეპრას" დამფუძნებელი და კონსულტანტი
  • ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი
  • ბონდო მძინარაშვილი – ტელერადიოკომპანია "ობიექტივის" მთავარი რედაქტორი
  • თინათინ რუხაძე – მუსიკოსი, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი
  • ოთარ ტატიშვილი – ექიმი, ტელეწამყვანი
  • სალომე უგულავა – ჟურნალისტი, "ტაბულას" მთავარი რედაქტორი
  • ბასა ფოცხიშვილი – რეჟისორი, სტუდია 123–ის დამფუძნებელი
  • დავით ცხადაძე – კინოოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე

კონკურსის ჩატარების შემდეგ, 9 წევრისგან შემდგარი კომისია საბჭოს წევრობის კანდიდატების სიას პარლამენტს წარუდგენს, რის შემდეგაც პარლამენტი კანდიდატებიდან სამეურვეო საბჭოს 4 ახალ წევრს აირჩევს. 

კომენტარები