ჩინეთი

ჩინეთში პრეზიდენტის 2 ვადით არჩევაზე შეზღუდვის მოხსნას განიხილავენ

nytimes

ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ კვირას განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ლიმიტის გაუქმებას აპირებს, რაც პრეზიდენტ სი ძინპინს ხელისუფლებაში უვადო დარჩენის საშუალებას მისცემს.

პარტია კონსტიტუციაში ცვილილების შეტანის ინიციატივით გამოვიდა. მოქმედი კანონმდებლობით პრეზიდენტის პოსტზე ერთი და იგივე პირის არჩევა ზედიზედ მხოლოდ ორი 5-წლიანი ვადითაა შესაძლებელი. სი ძინპინს პირველი ვადა მიმდინარე წელს ეწურება. ახალი ინიციატივით კონსტიტუციიდან ამოიღებენ იმ ნაწილს, რომელიც პრეზიდენტის და ვიცე პრეზიდენტის პოსტზე ერთი და იგივე პიროვნების მხოლოდ ორი ვადით არჩევას უშვებს.

შესაბამისად სი ძინპინს 2018 წლის შემდეგ 2023 წლის არჩევნებშიც შეეძლება მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ პრეზიდენტ სი ძინპინის სახელი და იდეოლოგია ქვეყნის კონსტიტუციაში შეიტანა და ამით ის მაო ძედუნის დონემდე აიყვანა.

სი ძინპინი 2012 წლის ნოემბრიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური მდივანი და 2013 წლის მარტიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი და ჩინეთის ცენტრალური სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეა.

კომენტარები