ჭადრაკი

საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის ნინო ბაციაშვილი გახდა

პირველი არხი

საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის ნინო ბაციაშვილი გახდა. 

ჩემპიონატზე მან 7 ქულა დააგროვა, ისევე როგორც ბელა ხოტენაშვილმა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლით გამარჯვებულად სწორედ ბაციაშვილი გამოცხადდა. 

საქართველოს ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის 75-ედ ჩატარდა.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრმა, ნინო ბაციაშვილმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. გიბრალტარში მან დიდოსტატის ნორმა მესამედ შეასრულა და ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მოიპოვა. ნინო ბაციაშვილი საქართველოში მეხუთე ქალია, რომელიც ეს წოდება აქვს ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის, ნანა ძაგნიძის და ბელა ხოტენაშვილის შემდეგ.

კომენტარები