კრიმინალი

შსს: პირველადი ინფორმაციით, თემქაზე ახალგაზრდა ქალი ცივი იარაღით მოკლეს

flickr

დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.

შსს-ს ცნობით, გარდაცვლილს, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული.

"გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია - იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო" - აცხადებს შსს.

კომენტარები