მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე

ბერაია ჩაბუქზე: ერთი საფრთხეა, საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის თურქეთში არ დააკავონ

[ემრე ჩაბუქის] გირაოთი გათავისუფლება კარგია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ჩაბუქის [თურქეთისათვის] გადაცემის საფრთხე აღარ არსებობს.

თან აქ მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ 24 თებერვალს 9-თვიანი მაქსიმალური ვადა იწურებოდა პატიმრობისთვის. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ მოითხოვა პატიმრობის შეცვლა გირაოთი თვითონ პროკურატურამ. ახლა კი შეიძლება განუსაზღვრელად გაიწელოს ვადები და საბოლოო გადაწყვეტილების შინაარსი დამოუკიდებული იქნეს შემდგომში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე. ახლა ზედმეტად ცხელი სიტუაცია იყო,არ გამოდიოდა გადაცემა, როგორც ჩანს.

ნუ კიდევ ერთი საფრთხე ისაა, რომ მოულოდნელად თურქეთში არ დააკავონ ეს კაცი, საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის

იურისტი გიორგი ბერაია მუსტაფა ემრე ჩაბუქის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა.

კომენტარები