მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე

შოთაძე: ჩაბუქი ჩვენ მიერ არ არის ბრალდებული, აქ საუბარი ექსტრადირების პროცესზე

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ სასამართლოს მივმართეთ. ჩაბუქის ექსტრადირების დასაშვებობის საკითხის შესწავლა სასამართლოს მიერ ხდება. ჩვენ წარვადგენთ თურქეთის პროკურატურიდან მიღებულ მასალებს. დაცვის მხარე და მის ხელთ არსებულ მასალებს წარადგენს. სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ჩვენი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არ არის. ხსენებული პიროვნება საქართველოს პროკურატურის მიერ არ არის ბრალდებული. აქ საუბარი ექსტრადირების პროცესზეა. ეს პროცედურები თურქეთის პროკურატურიდან მიღებული მტკიცებულებების და სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე სისხლის სამართლის საერთაშორისო თანამშრომლობის კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში ტარდება.

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მუსტაფა ემრე ჩაბუქის შესაძლო ექსტრადირების საქმეზე.

კომენტარები