ვადევნებდი რა თვალყურს დღევანდელ განხილვას, მიჩნდება ეჭვი, რომ მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი არა კიდევ ერთი ძლიერი მაუწყებლის, კიდევ ერთი ტელევიზიის მომხრე და მედია პლურალიზმის მომხრეა, არამედ პირიქით, მათ არ სურთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს თანამედროვე, ეფექტური და რეიტინგული ტელევიზია. ის რეფორმები, რომელსაც მხარს ვუჭერთ უმრავლესობის შიგნით, ზუსტად მიმართულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს ჰქონდეთ კონკურენტული ხელფასები, კარგი სამუშაო პირობები, კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ეს ტელევიზია იყოს სწრაფი, ეფექტური და რეიტინგული. სარეკლამო ბაზარი დღეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მიწოდება იყოს მეტი. თუ ამ მიწოდებას დააკმაყოფილებს საზოგადოებრივი მაუწყებელიც, გარკვეული რეგულაციებით, რომელიც ჩადებულია კანონმდებლობაში, ვფიქრობ, ეს არ გამოიწვევს მედიასაშუალებების საქმიანობაში რაიმე ტიპის შეფერხებას. პირიქით, ვფიქრობ, რომ სარეკლამო მოთხოვნაზე უფრო ადეკვატური პასუხი მედიასაშუალებების მხრიდან იქნება უკეთესი მომავალი განვითარებისთვის.
კანონი მაუწყებლის შესახებ
თალაკვაძე: რეფორმები იძლევა საშუალებას, საზმაუ იყოს სწრაფი, ეფექტური და რეიტინგული
tbl.ge/2sbw
დაკოპირდა
ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელიც საზოგადოებრივი არხისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. კანონპროქტს კომერციული მედიის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან. საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადო პრეზიდენტმაც.
ამავე თემაზე
- სამადაშვილი მაუწყებლობის კანონზე: კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ოცნება რუსეთს ემსახურება
- მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილება პარლამენტმა მეორე მოსმენითაც მიიღო
- პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
- პრეზიდენტის ვეტოს მხარდამჭერი ქართული ოცნების ერთადერთი დეპუტატი: უნებლიედ მოხდა
- მაუწყებლის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი ოცნების მხოლოდ 1-მა წევრმა დაუჭირა