სტიქია

მეოთხე კატეგორიის შტორმმა ტონგას პარლამენტის შენობა მიწასთან გაასწორა

AFP

წყნარ ოკეანეში მდებარე 170 კუნძულისგან შემდგარ სახლმწიფო ტონგაზე მეოთხე კატეგორიის ქარიშხალმა "გიტამ" პარლამენტის შენობა მიწასთან გაასწორა. პარლამენტის შენობა 100 წელზე მეტის იყო.

უკანასკნელი 60 წლის მანძილზე ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი შტორმია. ციკლონმა დაანგრია სახლები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაცია იყო გამოცხადებული. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

"გიტას" მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერებას პროგნოზირებენ. ციკლონი ფიჯის კუნძულების მიმართულებით მოძრაობს.

კომენტარები