სირია

ჯეიმზ მეტისი: ასადის ძალებზე კოალიციის დარტყმები თავდაცვა იყო

politico.com

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმზ მეტისმა 8 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სირიაში ასადის რეჟიმის მხარდამჭერ ძალებს და აშშ-ის კოალიციის ძალებს შორის შეტაკებები იმას არ ნიშნავს, რომ აშშ სირიის სამოქალაქო ომში ერევა. მისი თქმით კოალიციის დარტყმები მათ ქურთ მოკავშირეებზე თავდასხმას მოჰყვა.

"ეს თავდაცვა იყო. ჩვენ არ ვერევით სირიის სამოქალაქო ომში." "რაღაც მიზეზით, რეჟიმის მხარდამჭერი ძალები - და კიდევ ერთხელ, ვერ გეტყვით რატომ უნდა ექნათ ეს - წავიდნენ სირიის დემოკრატიული ძალების პოზიციების წინააღმდეგ." თქვა მან.

მეტისის განმარტებით ასადის რეჟიმის ძალები ტანკებით გადაადგილდებოდნენ და ცეცხლი გახსნეს.

"ჩვენი მხრიდან თავდაცვის მცდელობისას მათი ცეცხლი შეწყდა, ორი ტანკი მწყობრიდან გამოვიდა, იყო მსხვერპლიც." მეტისს მსხვერპლის რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

გავრცელებული ცნობით აშშ-ის მხარე რუსეთის მხარეს დაუკავშირდა იმის დასადასტურებლად, რომ სიტუაციის ესკალაცია აღარ მოხდებოდა.

"რუსები, იმ დროს, გვეუბნებოდნენ, რომ იქ ძალები არ ჰყავდათ." თქვა მეტისმა.

"ჩვენ ვიცით რომ ისინი [თავდამსხმელები] იყვნენ ასადის რეჟიმის მხარდამჭერები მაგრამ...ირანელი, ასადის, რუსეთის თუ დაქირავებული...ვერ გეტყვით." თქვა მან.

გავრცელებული ცნობით სირიის დემოკრატიული ძალების თავდასხმის დროს დაიღუპა ასადის რეჟიმის ძალების 100-მდე მებრძოლი. შეტაკებები 7 თებერვალს დირ ეზ-ზურის პროვინციაში მოხდა.

კომენტარები