გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი: იერარქიის დანგრევით, ინგრევა წესრიგი, ამას კი, ბოროტება მოჰყვება

იერარქიულად, მაშინაც კი, როდესაც მიგაჩნია, რომ მართალი ხარ, მაშინაც კი, როდესაც შენ იცავ სიწმინდეებს, იერარქიულად შენ ამ ქმედების განხორციელების უფლება არ გაქვს, რადგან იერარქიის დანგრევით შენ ანგრევ წესრიგს, წესრიგის დანგრევას კი, შეიძლება აბსოლუტურად განუსაზღვრელი ბოროტება მოჰყვეს. ამიტომ ის არ აკრიტიკებს დემოფილეს იმის თაობაზე რამდენად სწორად შეაფასა მან მოძღვრის შეცდომა, არა, ის ამბობს, რომ რაც უნდა მცდარი იყოს შენი მოძღვარი, შენ იერარქიულად უფლება არ გაქვს ამის გაკეთების, იმიტომ რომ იერარქიულად მასზე ქვევით დგახარ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მართალი ხარ, იცოდე, რომ მთავარი ღირებულება არის, არ მოიშორო, არ განაგდო ისიც კი, ვინც მიგაჩნია, რომ არასწორად მოქმედებს. მთელი შენი საქმიანობა უნდა მიმართო იქეთკენ, რომ შემოაბრუნო ის და მისცე მას ცოდვების, ან შეცდომების გამოსწორების უფლება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენცია გახსნაზე

კომენტარები