ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ვენესუელას კრიზისი

ვენესუელადან კოლუმბიაში გადასვლას ათასობით ადამიანი ცდილობს

კვირა, 11 თებერვალი, 2018 - 20:29
tbl.ge/2rxi
დაკოპირდა
EPA
EPA
EPA
EPA
EPA
EPA
EPA

ვენესუელადან კოლუმბიაში გადასვლას ათასობით ადამიანი ქვეყანაში ხანგძლივი ეკონომიკური კრიზისისაგან თავის დასაღწევად ცდილობს. მათი რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც გავრცელდა ცნობა, რომ კოლუმბია საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს.

საზღვარზე ვიზიტისას კოლუმბიის პრეზიდენტმა, ხუან მანუელ სანტოსმა განაცხადა, რომ უნდა შემოიღონ ახალი ზომები იმისათვის, რომ ვენესუელელმა მიგრანტებმა ქვეყანაში არალეგალურად გადასვლა ვეღარ შეძლონ.

"კოლუმბიას ასეთ სიტუაციაში არასდროს უცხოვრია." "ეს ტრაგედიაა და მინდა გავუმეორე პრეზიდენტ მადუროს: ეს შენი პოლიტიკის ბრალია." თქვა მან.

გავრცელდა სურათები რომლებზეც ასახულია ვენესუელელი ლტოლვილები, რომლებიც კოლუმბიაში გადასვალას სიმონ ბოლივარის ხიდის მეშვეობით ცდილობენ.

კოლუმბიამ და ბრაზილიამ საზღვრებზე დამატებითი ძალები გაგზავნეს. ვენესუელის და კოლუმბიის 2,200 კილომეტრიან საზღვარზე დამატებით 2,000 ჯარისკაცი გაიგზავნება.

გასული 6 თვის მანძილზე ამ ქვეყნებმა ვენესუელადან ოფიციალურად ნახევარ მილიონ მიგრანტზე მეტი შეიფარეს. კოლუმბიის მიგრაციის სამსახურების ცნობით ვენესუელადან კოლუმბიაში უკვე 600,000 ადამიანი გადავიდა რაც ნახევარი წლის წინანდელ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

ეკონომიკური კრიზისის ფონზე კარაკასის ქუჩებში გახშირდა ძარცვის და ძალადობის შემთხვევები. Reuters-ის ინფორმაციით, მხოლოდ იანვრის თვეში ვენესუელაში ძარცვის 162 შემთხვევა დაფიქსირდა. გასული წლის იანვარში ეს რიცხვი მხოლოდ 8 იყო.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში ჰიპერინფლაციამ ეკონომიკისთვის დამანგრეველ მაჩვენებელს - 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე მკვეთრი ტემპებით უფასურდება ვენესუელური ბოლივარიც, გასულ თვეში ვალუტის კურსი 42%-ით დაეცა. დღეისთვის ერთი დოლარი 202,000 ბოლივარი ღირს. ამ გაუფასურების გამო, ვენესუელაში საშუალო ხელფასი თვეში $4 დოლარს გაუტოლდა.

ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.

სინამდვილეში კი კრიზისის მიზეზი ქვეყნის მიერ გასული 20 წლის განმავლობაში გატარებული სოციალისტური რეფორმები და საერთაშორისო სანქციები გახდა, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ვენესუელას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დაუწესა.

მოსახლეობის განსაკუთრებული პროტესტი ნიკოლას მადუროს მიერ პარლამენტისთვის უფლებების ჩამორთმევას და მთავრობის მხარდამჭერებით დაკომპლექტებული "საკონსტიტუციო ასამბლეის" დაფუძნებისთვის გამართულ არჩევნებს მოჰყვა.

სახელმწიფომ პროტესტის ჩასახშობად სამხედროებიც გამოიყენა, გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებს 164 ადამიანი ემსხვერპლა 15,000 კი დაშავდა.

ვენესუელაკოლუმბიაკოლუმბია-ვენესუელანიკოლას მადუროვენესუელას კრიზისიხუან მანუელ სანტოსი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 00:39

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

საფრანგეთი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებს კრძალავს
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 23:43

საფრანგეთი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებს კრძალავს

მოლდოვამ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 23:06

მოლდოვამ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 21:19

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გერმანიამ და აზერბაიჯანმა პარტნიორობის სტრატეგიულ დღის წესრიგზე დეკლარაცია გააფორმეს
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 20:46

გერმანიამ და აზერბაიჯანმა პარტნიორობის სტრატეგიულ დღის წესრიგზე დეკლარაცია გააფორმეს

ყველაზე კითხვადი

დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
1დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
2ზელენსკი სამხედრო მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ "მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს" აანონსებს
3WP: ამერიკელი სამხედროების სიკვდილის შემდეგ აშშ ირანთან ომის გაფართოებაზე ფიქრობს
4ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
5ქორწილის მოწმემ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო - შსს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕