საიდან მოგვდის ჩვენ ინფორმაცია, რომ ხელი მოაწერეს დოკუმენტებს? შიგნიდან. საიდან მოგვდიოდა ინფორმაცია წინასწარ, რომ მაკავებდნენ? საიდან მოდიოდა ინფორმაცია, რომ ჩემი საუბრის დამონტაჟება მიდიოდა? ყველა ნაბიჯი ვიცოდით. უშიშროების მანქანის შიგნიდან, სადაც დაპატიმრებული ვიყავი, გამომიშვეს თვითონ მათ, ახლა მე ხომ ვერ ავიწყვეტდი ბორკილებს, ხო? არა მხოლოდ გამომიშვეს, ხელში მომცეს ხელბორკილის გასაღები. ასე რომ, რომ სდომოდათ იმათ ჩემი გამოყვანა 5 დეკემბერს, რა უნდოდა ჩემს გამოყვანას, ბოლოს და ბოლოს იმდენი სპეცრაზმელი ჰყავდათ. არ არიან ესენი იმ განწყობაზე... ახლა ხომ დავდივარ სასამართლოებზე, პოლიცია არის ჩვენს მხარეს მთლიანად. პოლიცია გვიკრავს ტაშს, პოლიციას ეღიმება, იცინიან ჩემს გამონათქვამებზე, როცა რაღაცას ვხუმრობ, აღშფოთებული არიან, როცა მე ვარ აღშფოთებული, რომ გამოვდივარ, მაცილებენ "მობრძანდით, აქედან გამოდით, Николаевич, как всё? Всё хорошо? Как вы сегодня здорово выступали" ["ნიკოლაევიჩ, როგორ ხართ? ყველაფერი კარგადაა? რა კარგად გამოხვედით დღეს სიტყვით"]
tbl.ge/2rwj
დაკოპირდა

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემაში "განსხვავებული აქცენტები"
ამავე თემაზე
- წულუკიანი: კონტროლს ექვემდებარება, რა მიზნით იყენებს პრეზიდენტი შეწყალების უფლებას
- პროკურორი: ეტყობა, პრეზიდენტი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები
- სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა
- პროკურორი: შეწყალების უფლება არ ნიშნავს მის ისე გამოყენებას, როგორც მოისურვებენ
- მარგველაშვილი: სააკაშვილის ამ მუხლით დევნით პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვა უნდათ