სწორედ თქვენ [ქართულმა ოცნებამ] გაუკეთეთ საზოგადოებას ძალიან უცნაური საჩუქარი ახალი წლის წინ, როდესაც დენის ტარიფი გაიზარდა. ძალიან მძიმე იყო ფასების ზრდა 2017 წელს, რაც დიზელზე და ბენზინზე ფასების გაზრდამ გამოიწვია და, აი, ახლა დენისა და გაზის ტარიფის ზრდა კვლავ ხელს უწყობს ფასების ზრდას. თავს იწონებდით, რომ ბიზნესს მოგების გადასახადი გაუზარდეთ და 50 მილიონი თითქოს ჩატოვეთ ეკონომიკაში, მაგრამ მეორე ხელით აქციზი გაზარდეთ, რომლითაც 450 მილიონი მეტი უკან ამოიღეთ. ანუ საბოლოო ჯამში, საგადასახადო წნეხი გაიზარდა და სხვათა შორის, თქვენ თუ კარგად წაიკითხავთ Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, ნახავთ, რომ მთავრობასთან მიმართებაში გაუარესება მოხდა 3 ადგილით, რისი ფაქტორიც იყო საგადასახადო წნეხი, მთავრობის უნიათობა და არაკოორდინირებულობა. თქვენ მეტი ფული წაართვით ხალხს და ამის შედეგი არის გაზრდილი გადასახადები და გაჭირვება
tbl.ge/2rp6
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




