აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

Reuters

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გამოაცხადა და 2018 წლის 11 აპრილს დანიშნა. 

მმართველი “ენი აზერბაიჯანის” პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი თავად ალიევი იქნება. ის აზერბაიჯანის პრეზიდენტად პირველად 2003, შემდეგ კი 2008 და 2013 წლებში აირჩიეს.

არჩევნები ალიევმა რამდენიმე თვით გადმოსწია - მისი ჩატარება 2018 წლის 17 ოქტომბერს იგეგმებოდა.  აზერბაიჯანის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მომავალ პრეზიდენტს უკვე შვიდი წლის ვადით აირჩევენ. კონსტიტუცია რეფერენდუმით 2016 წელს შეიცვალა. თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციებს აღნიშნულ რეფერენდუმთან კითხვები აქვთ. 

კონკრეტული მიზეზი, რატომ შეიცვალა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი, ცნობილი არ არის. 

კომენტარები