ინფლაცია

რა საქონლის ფასების შესწავლით ითვლიან ქვეყანაში ინფლაციას

Reuters

ინფლაცია, იგივე სამომხმარებლო ფასების ინდექსი საქონლისა და მომსახურების ღირებულების დროში სხვაობას ასახავს. ინფლაცია ფულის მსიყველუნარიანობას ასახავს. საქსტატმა დღეს დაამტკიცა იმ საქონლის ნუსხა, რომლის შესწავლითაც 2018 წელს ინფლაციის გამოთვლა მოხდება. ინფლაციის შესწავლა საქართველოში 12 ძირითადი სასაქონლო ჯგუფის ფასების შესწავლით გამოითვლება. 

სამომხმარებლო კალათა ასე გამოიყურება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები წილი ინფლაციის ინდექსში 30%

  • ბრინჯი
  • წიწიბურა
  • მანანის ბურღული
  • ხორბლის პური
  • მაკარონი
  • ვერმიშელი
  • ორცხობილა
  • კრემიანი ვაფლი
  • ნამცხვარი
  • ხორბლის ფქვილი
  • სიმინდის ფქვილი
  • ძროხის ხორცი
  • ძროხის ხორცის ფარში
  • ღორის ხორცი
  • ქათმის ხორცი
  • გაყინული ქათმის ხორცი
  • ქათმის ბარკლები
  • შებოლილი ხორცი
  • პილმენები
  • მოშუშული ხორცის კონსერვი
  • შებოლილი ძეხვი
  • მოხარშული ძეხვი
  • სოსისი
  • ახალი თევზი
  • თევზის კონსერვი
  • რძე
  • ქარხნული რძე
  • შესქელებული რძე
  • მაწონი
  • იოგურტი
  • მოუხდელი ყველი
  • სულგუნი
  • ხაჭო
  • არაჟანი
  • კვერცხი
  • კარაქი და სპრედი
  • მარგარინი
  • მაიონეზი
  • მზეზუმსირის ზეთი
  • ნიგოზი
  • მანდარინი
  • ფორთოხალი
  • ლიმონი
  • კივი
  • ბანანი
  • ვაშლი
  • მსხალი
  • ყურძენი
  • ქლიავი
  • ატამი
  • ქიშმიში
  • მწვანილი
  • მწვანე ლობიო
  • კომბოსტო
  • კიტრი
  • პომიდორი
  • ბადრიჯანი
  • წიწაკა 
  • სტაფილო
  • ჭარხალი
  • ხახვი
  • ნიორი
  • საზამთრო
  • ბოსტნეულის კონსერვი
  • ტომატ პასტა
  • კიტრის მწნილი
  • კარტოფილი
  • ლობიო ხმელი
  • სანელებლები
  • შაქარი
  • თაფლი
  • შოკოლადის ფილა
  • კარამელი
  • საღეჭი რეზინი
  • ნაყინი
  • ბავშვის საკვები
  • ტყემლის საწებელი
  • კეტჩუპი
  • მდოგვი
  • მარილი საფუარი

უალკოჰოლო სასმელები

  • დაფქული ყავა
  • ხსნადი ყავა
  • ფოთლოვანი ჩაი
  • ჩაი ერთჯერად პაკეტებში
  • კაკაო
  • მინერალური წყალი
  • ლიმონათი
  • კოლა-ს ტიპის სასმელები
  • ხილის წვენები

ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო, წილი მთლიან ინდექსში 6.7%

  • არაყი
  • კონიაკი
  • ლუდი
  • ღვინო ჩამოსასხმელი
  • ბოთლის ღვინო
  • ფილტრიანი სიგარეტი
  • უფილტრო სიგარეტი

ჯანდაცვა, წილი ინდექსში 8.6%

  • სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები
  • ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები
  • ანტიბიოტიკები
  • ვიტამინები
  • ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები
  • თერმომეტრი
  • წნევის საზომი აპარატი
  • სათვალის ლინზები
  • შპრიცი
  • ბამბა
  • თერაპევტის კონსულტაცია
  • სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება)
  • სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა)
  • ექოსკანირება
  • სისხლის ანალიზი
  • საავადმყოფოს მომსახურება
  • ქირურგიული მომსახურება
  • სამშობიარო მომსახურება

ტრანსპორტი, წილი მთლიან ინდექსში 12.6%

  • ახალი მსუბუქი ავტომობილი
  • მეორადი მოხმარების მსუბუქი ავტომობილი
  • ავტომობილის საბურავი
  • ავტომობილის აკუმულატორი
  • ავტომობილის სათადარიგო ნაწილები
  • გაზის საწვავი
  • დიზელის საწვავი
  • ბენზინი
  • ავტომობილის შეკეთება
  • ავტომობილის ზეთისა და ფილტრის შეცვლა
  • ავტომობილის რეცხვის გადასახდელი
  • მატარებლით მგზავრობა
  • მეტროპოლიტენით მგზავრობა
  • ავტობუსით მგზავრობა
  • თვითმფრინავით მგზავრობა

კავშირგაბმულობა, წილი მთლიან ინდექსში 3.9%

  • მობილური ტელეფონი
  • მობილური ტელეფონის შეკეთება
  • ფიქსირებული ტელეფონის ტარიფი
  • მობილური ტელეფონის ტარიფი
  • ინტერნეტის ტარიფი

დასვენება გართობა და კულტურა, წილი მთლიან ინდექსში 5.8%

  • ტელევიზორი
  • ფოტოაპარატი
  • კომპიუტერი
  • USB ფლეშბარათი
  • გიტარა
  • თოჯინა
  • ბურთი
  • ყვავილები
  • საცურაო აუზის მომსახურების ღირებულება
  • ატრაქციონები
  • სპორტული წრის გადასახდელი
  • შემოქმედებითი წრის გადასახდელი
  • გასართობი ცენტრის მომსახურების ღირებულება
  • დასწრება კინოსეანსზე
  • დასწრება სპექტაკლზე
  • მუზეუმის ბილეთი
  • საკაბელო ტელევიზიის გადასახდელი
  • სურათების ბეჭდვა
  • წიგნი
  • სასკოლო სახელმძღვანელოები
  • გაზეთი
  • ჟურნალი
  • რვეული
  • კალამი
  • ფანქარი

სასტუმროები, კაფეები რესტორნები, წილი მთლიან ინდექსში 4%

სხავადსხავ საქონელი და მომსახურება 5.1%

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, წილი მთლიან ინდექსში 3.6%

საცხოვრებელი სახლის მოვლა-შენახვა წყალი, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და სხვა, წილი მთლიან ინდექსში 8.5%

ავეჯი და საოჯახო ნივთები, წილი მთლიან ინდექსში 6.5%

კომენტარები