კომერციული ბანკები

საქართველოს ყველაზე მაღალი მოგების მქონე ბანკების რეიტინგი

AP Photo

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2017 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 2017 წლის ოთხივე კვარტლის განმავლობაში ყველაზე მეტი მოგება საქართველოს ბანკმა გამოიმუშავა, კომპანიამ 372-მილიონიანი წმინდა მოგება აჩვენა. მეორე ადგილზე TBC ბანკია, რომელმაც 2017 წელს 296 მილიონის წმინდა მოგება გამოიმუშავა. მესამე ადგილზე კი ლიბერთი ბანკია, რომელმაც გასულ წელს 52 მილიონი ლარის წმინდა მოგების მიღება შეძლო.

 

კომენტარები