კომერციული ბანკები

საქართველოს ყველაზე მაღალი მოგების მქონე ბანკების ათეული

AP Photo

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2017 წლის მეორე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების მიერ წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, პერიოდის მანძილზე ყველაზე მეტი მოგება საქართველოს ბანკმა გამოიმუშავა, კომპანიამ პირბელ კვარტალში 208 მილიონიანი წმინდა მოგება აჩვენა, რაც წინა წელთან შედარებით 46%-ით მეტია. სიდიდით მეორე მოგება TBC ბანკის ჰქონდა, მისმა მოგებამ 149 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 38%-ით მეტია. სიდიდით მესამე კვარტალური მოგება ლიბერთი ბანკს ჰქონდა და ის 20 მილიონ ლარს შეადგენს, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 36%-ით მეტია. 

აღნიშნულ პერიოდში სილქ როუდ ბანკს, ფინკა ბანკს, ზირაათ ბანკს ნახევარ მილიონ ლარზე ნაკლები შემოსავალები ჰქონდათ. იშ ბანკი კი 0.8 მილიონიან ზარალზე გავიდა.

საქართველოში სულ 16 კომერციული ბანკია. 

კომენტარები