Grammys 2018

ბრუნო მარსი - 2018 წლის გრემის ტრიუმფატორი

Sky News

ნიუ იორკში გრემის დაჯილდოების მე-60 ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას ბრიტანელი მსახიობი და შოუმენი, ჯეიმს კორდენი უძღვებოდა. შოუს მონაწილეებს და დამსწრეებს, ქალზე ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში ტანსაცმელზე თეთრი ვარდები ჰქონდათ მიმაგრებული. 

ყველაზე მეტ -8 ნომინაციაზე რეპერი Jay-Z იყო წარდგენილი, თუმცა მან ვერც ერთი ჯილდო ვერ მოიპოვა. 

შოუს ტრიუმფატორი ბრუნო მარსი გახდა. მან 6 გრემი აიღო შემდეგ ნომინაციებში: 

წლის ალბომი: 24K Magic; 

წლის ჩანაწერი: 24K Magic;

წლის სიმღერა: That’s What I Like;

საუკეთესო R&B პერფორმანსი: That’s What I Like;

საუკეთესო R&B სიმღერა: That’s What I Like;

საუკეთესო R&B ალბომი: 24K Magic;


საუკეთესო ახალბედა არტისტი ალესია კარა გახდა;

საუკეთესო სოლო პოპ პერფორმანსის ნომინაციაში ედ შირენმა გაიმარჯვა სიმღერით Shape Of You;

ედ შირენმა მიიღო კიდევ ერთი გრემი საუკეთესო პოპ ალბომისთვის ÷ (Divide);
 

საუკეთესო რეპ პერფორმანსი: კენდრიკ ლამარი, HUMBLE;

საუკეთესო რეპ-სიმღერა: კენდრიკ ლამარი და რიანა, LOYALTY;

საუკეთესო რეპ ​სიმღერა: დაქვორსი, ეშტონ ჰოგანი და მ. უილიამს II,  სიმღერის ავტორი კენდრიკ ლამარი - HUMBLE;

საუკეთესო რეპ ალბომი - კენდრიკ ლამარი, DAMN;


საუკეთესო როკ პერფორმანსისთვის გრემი უკვე გარდაცვლილ ლეონარდ კოენს გადაეცა სიმღერისთვის You Want It Darker; 

საუკეთესო მეტალ პერფორმანსისთვის ​გრემის მფლობელი გახდა მასტოდონი სიმღერით Sultan’s Curse;

საუკეთესო როკ სიმღერა - Foo Fighters - Run;

საუკეთესო როკ ალბომი - A Deeper Understanding — The War On Drugs;

საუკეთესო ალტერნატიული მუსიკალური ალბომი -  The National - Sleep Well Beast;


ჯაზის საუკეთესო შესრულება, სოლო: Miles Beyond" — John McLaughlin, soloist;

ჯაზის საუკეთესო ვოკალური ალბომი: Dreams and Daggers — Cécile McLorin Salvant 

ჯაზის საუკეთესო ინსტრუმენტული ალბომი: Rebirth — Billy Childs;

ჯაზის საუკეთესო ანსამბლი/ალბომი: Bringin’ It — Christian McBride Big Band;

საუკეთესო ლათინო ჯაზის ალბომი: Jazz Tango — Pablo Ziegler Trio;

კომენტარები