თსუ

თსუ: შეფასების მიღების მიზნით სტუდენტები Facebook-ით ლექტორებზე ზემოქმედებას ცდილობენ

Paata Vardanashvili / Wikipedia

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სტუდენტები შეფასების მიღების მიზნით პროფესორებზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობენ. 

"გაცნობებთ, რომ იურიდიული ფაკულტეტის საბჭომ იმსჯელა გახშირებულ შემთხვევებზე, როდესაც სტუდენტები სოციალური ქსელით თუ სხვა საშუალებით ცდილობენ შეფასების მიღების მიზნით, ზემოქმედება მოახდინონ პროფესორებზე. იურიდიული ფაკულტეტი საჭიროდ თვლის გააკეთოს საგანგებო განცხადება და შეგახსენოთ, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის უხეშ დარღვევას და გამოიწვევს სტუდენტის პასუხისმგებლობას თსუ-ის შინაგანაწესითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებული წესით. საკითხის განხილვა მოხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭოს მიერ და მიღებული იქნება მკაცრი ზომები,"- წერია განცხადებაში. 

კომენტარები