თსუ

თსუ: I და II სასწავლო კორპუსების მიმდებარედ ახალი კორპუსის მშენებლობას ვგეგმავთ

თსუ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, რექტორის, ჯაბა სამუშიას ინიციატივით, პირველი და მეორე სასწავლო კორპუსების მიმდებარედ "თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების კორპუსი აშენდება". ახალ შენობაში სტუდენტური სივრცეების მოწყობა იგეგმება.

"კონკურსის შედეგად წარმოდგენილი 8 პროექტიდან არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია შეარჩევს გამარჯვებულ პროექტს, რომელიც ფუნქციურად და ვიზუალურად დააკმაყოფილებს ახალი კორპუსის დანიშნულებას, არ შეცვლის თსუ პირველი და მეორე კორპუსების ისტორიულად ჩამოყალიბებულ ლანდშაფტს. საპროექტო კონცეფციაში გათვალისწინებული უნდა იყოს ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტი და მახასიათებლები". - აღნიშნავს თსუ.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტების წარდგენის პროცედურები 30 იანვარს დასრულდა, 31 იანვრიდან კი, მათი გაცნობისა და შეფასების მიზნით, 8 არქიტექტურული კომპანიის მიერ შექმნილი პროექტები პირველ კორპუსში გამოიფინა.

კომენტარები