თსუ

ქართული ოცნების პროპაგანდას თსუ-ს რექტორი ახალგაზრდული კონფერენციით ეხმიანება

ქართული ოცნების პროპაგანდის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია სტუდენტური კონფერენციით - "თანამედროვეობის მორალური გამოწვევებით" პასუხობს.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წერს, სტუდენტებმა მოხსენება წარადგინეს სხვადასხვა ეთიკურ პრობლემასთან დაკავშირებით, მათ შორის ისაუბრეს ომის მორალურ-ფილოსოფიურ გაგებასა და რასიზმზე. 

10 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული რუბლები დააყარეს. 

ამის პასუხად, კობახიძემ ახალგაზრდების წინააღმდეგ პროპაგანდას მიმართა და თქვა, რომ ახალგაზრდების ორიენტაცია არეულია. მისივე თქმით, ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე - საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები კი დაქორწინდნენ.

ქართული ოცნების პროპაგანდას ბიუჯეტიდან დაფინანსებული სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელს უწყობს და აქტიურად ავრცელებს.

კომენტარები