ლიბია

ლიბიაში მეჩეთთან ორი მანქანის აფეთქებას 27 ადამიანი ემსხვერპლა

The Guardian

ლიბიის აღმოსავლეთით, ქალაქ ბენღაზიში მეჩეთთან ორი მანქანა აფეთქდა. უკანასკნელი მონაცემებით დაიღუპა 27 და დაიჭრა 30-ზე მეტი ადამიანი.

ბენღაზის სამხედრო ძალების სპიკერის განცხადებით მეორე ბომბი ნახევარი საათის შემდეგ აფეთქდა, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა და ექიმები დაშავებულების გადაყვანას ცდილობდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

შეგახსენებთ, რომ ლიბიაში 2011 წელს მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირება მიმდინარეობს. ქვეყანაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ფრთა ამ დრომდე მოქმედებს.

კომენტარები