ბახალას საქმე

გახარია: პოლიციელისგან უფლებამოსილების გადამეტებისას ვიქნებით 2-ჯერ უფრო მომთხოვნი

ყველგან, სადაც პოლიციელის ღირსება ან მისი ფიზიკური უსაფრთხოება იქნება შელახული, ვიქნებით პრინციპულები. ასევე, როდესაც პოლიციელის მხრიდან ექნება უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი, ვიქნებით ორჯერ უფრო მომთხოვნები. ჩვენ რა თქმა უნდა, დაველოდებით პროკურატურის გამოძიების დასრულებას და ვნახავთ ამის შედეგებს. თუ იქ ჩვენმა თანამშრომელებმა ჩაიდინეს დანაშაული ან გადაამეტეს უფლებამოსილებას, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისად მოვიქცევით

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების შესახებ.

კომენტარები